LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური Ferrari Luce-ისთვის პირველი ტიუნინგ-პაკეტი უკვე მზადაა

107
1428x1428 (2)

ელექტრომობილმა Ferrari Luce-მ, რომლის დიზაინმაც დებიუტის შემდეგ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, პირველი ტიუნინგ-პაკეტი მიიღო. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულმა ატელიე Venuum-მა ელექტროქარის გარეგნობის უფრო აგრესიული და სპორტული ვერსია წარადგინა.

ამ ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ რენდერები, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში კარბონის აეროდინამიკური პაკეტი სერიულ წარმოებაშიც ჩაეშვება.

ტიუნინგ-პაკეტი მოიცავს გადამუშავებულ წინა ბამპერს, უფრო დიდ ჰაერის შემწოვებსა და დამატებით სპლიტერს. ავტომობილს ასევე დაემატება გაფართოებული საბურავის თაღები, კარბონის გვერდითი ელემენტები და მასიური ზღურბლები, რაც Luce-ს უფრო აგრესიულ იერს სძენს.

ცვლილებები შეეხო უკანა ნაწილსაც – დამონტაჟებულია დიდი დიფუზორი და ფიქსირებული უკანა ფრთა. ტიუნერების თქმით, ახალი ელემენტების წყალობით ავტომობილის უკანა ნაწილი გარკვეულწილად Nissan GT-R-საც კი მოგვაგონებს.

Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი თავიდანვე კრიტიკის ობიექტი გახდა. ბრენდის გულშემატკივრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი დიზაინი ტრადიციული Ferrari-ს სტილს არ შეესაბამება, ზოგი კი ავტომობილის ვიზუალში სხვა ელექტრომობილებთან მსგავსებასაც ხედავდა.

კრიტიკის საპასუხოდ Ferrari-ს დიზაინერებმა განაცხადეს, რომ ბრენდის მოყვარულებმა ცვლილებების მიღება უნდა ისწავლონ. ახლა კი, როგორც ჩანს, Venuum ცდილობს სწორედ იმ მომხმარებლების გულის მოგებას, რომლებსაც Luce-ის ორიგინალური გარეგნობა საკმარისად შთამბეჭდავი არ ეჩვენათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები