ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია გადაცემის „ამბავი“ სტუმარი იქნება, რომლის ეთერშიც წონასთან დაკავშირებით თავისივე ძველ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს.
„არ უნდა ჩათვალო, რომ ნაგვის ყუთი ხარ და ყველაფერი კუჭში გადაიყარო. შესაძლოა ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმსუქნე არ არის დიაგნოზი.
ეს იწვევს კიდევ 200 დაავადებას. იქნებ ადამიანებმა რაღაც მოიმოქმედონ, რომ არ ჰქონდეთ ეს დიაგნოზი, რათა შემდეგ არ დაემართოთ 200 დაავადება“, – ამბობს ციცინო შურღაია.
საუბარია, ციცინო შურღაიას მიერ წონასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ რუბრიკაში „სახლი“ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც „არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა“.
