ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში იდუმალი შინაარსის პოსტებით დაბრუნდა, რომლითაც მან როგორც ჩანს, კრიტიკოსებსა მიმართა.
44 წლის მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ორი განსხვავებული პოსტი გააზიარა, რომლებშიც „ბოროტ გოგოებზე“ ისაუბრა. ეს პოსტები მისი რეაბილიტაციის პროგრამაში ხანმოკლე ყოფნისა და ბოლო თვეებში გახმაურებული პირადი პრობლემების ფონზე გამოქვეყნდა.
ერთ-ერთ პოსტში, რომელსაც ბავშვობის ფოტო ერთოდა, სპირსმა დაწერა:
„თუ თქვენ იმ ბოროტ გოგოებს შორის ხართ, რომლებიც სხედან, თითს იშვერენ, იცინიან და ტელეფონში იყურებიან, დღეს უბრალოდ თავი ასწიეთ…“
იმავე დღეს სპირსმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მდიდრულ ვილაში, აუზის პირას ცეკვავს. ვარდისფერ მინი კაბაში გამოწყობილი ვარსკვლავი კამერის წინ ენერგიულად ტრიალებს.
ვიდეოს აღწერაში მან დაწერა:
„როდესაც გარკვეული დროით ქვეყნიდან წავედი და სახელი შევიცვალე, ბოროტმა გოგოებმა სიცილი შეწყვიტეს. ღმერთო, როგორ მენატრება იქ ყოფნა“.
ბრიტნი სპირსი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა
ბოლო თვეებში სპირსი არაერთი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მარტში ის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ეჭვით დააკავეს, რის შემდეგაც სამი კვირით სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა.
ბრიტნი სპირსის ბოლო პოსტებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თაყვანისმცემლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მომღერალი კრიტიკოსებს პასუხობს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ის კვლავ საკუთარი მძიმე ემოციური მდგომარეობის შესახებ მიანიშნებს.
„ყვიროდა და ბავშვივით იქცეოდა“ – ბრიტნი სპირსის უახლესი ფოტოები და შოკისმომგვრელი ინციდენტი