LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვალერი ხაინდარავას და ნინუცა დარბაიძის დიდი სიყვარულის ამბავი: „რომ დავინახე, განსაკუთრებული ემოციები დამეუფლა, თავისი სახით შემოანათა…“

173
ქორწილი

„დღის პოსტი“ გვიზიარებს საინტერესო ამბავს საინტერესო წყვილის შესახებ – ვალერი ხაინდარავა და ნინუცა დარბაიძე ახლა უკვე დაქორწინებულები არიან. ნინუცა ეტლით მოსარგებლეა, ვალერი კი მასზე დიდი სიყვარულით ზრუნავს.

ვალერი:

„5 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, ერთ-ერთ სასტუმროში შევხვდით ერთმანეთს, მშობლებმა მოიყვანეს ნინი, მე ვიყავი სასტუმროს თანამშრომელი, რომ დავინახე, განსაკუთრებული ემოციები დამეუფლა, რადგან თავისი სახით შემოანათა. ივლისის 17 იყო. ჩემთვის არაფრით გამორჩეული დღე, მაგრამ შემდეგ გახდა გამორჩეულზე გამორჩეული…“

ნინუცა:

„რა სილამაზე შევანათე, არ ვიცი… ლიფტი არ მუშაობდა, ვერ ავედი. სირბილი დაიწყო, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ოთახში შევსულიყავი…“

ვალერი:

„თავიდანვე გამიჩნდა მისი ახლოს გაცნობის სურვილი… სიყვარულში პირველად აგვისტოში გამოვუტყდი…“

ნინუცა:

„ვამბობდი, რომ ეს არის საზაფხულო რომანი, ბავშვები არ ვართ, რომ წავალ, დაგავიწყდები-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ დავავიწყდი… ჩამომაკითხა. სერიოზული სალაპარაკო ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ მოგვწონს ერთმანეთზე მეტი ჰქონდა გულში. მთვარის შუქზე გამომიტყდა სიყვარულში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g