ქართველი მწერალი, გიორგი კეკელიძე, რომელიც ხშირად უზიარებს თავის გამომწერებს შვილის კადრებს, ამჯერად პატარა გოგონას თამაშის ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში უსაყვარლესი გოგონა მაიმუნ პანჩის ეხუტება.
„ცოტა ნამტირალევი კეკე მაიმუნ პანჩის ეხუტება და პანჩიც კეკეს“ – წერს გიორგი კეკელიძე.
პატარა კეკეს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს სოციალურ ქსელში. გოგონას ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„რა ტკბილი ხარ კეკე მეც მინდა შენი ჩახუტებაა… უსაყვარლესი და უჭკვიანესი კეკე…შენ ხარ ბებო გულშიჩასახუტებელი… გაგზარდოს უფალმა“ – წერენ კომენტარებში.
