LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ გაუღო ბრუკლინმა დას კარი – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

2494
page

როგორც ცნობილია, დევიდ ბექჰემს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს, თუმცა ამ მნიშვნელოვან ცერემონიას არ დასწრებია მისი უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი.

ცერემონიის შემდეგ, ჰარპერ ბექჰემი ბრუკლინს სახლში ესტუმრა, რომელიც „ჰოლივუდის დიდების ხეივნიდან“ დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

დევიდ ბექჰემს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავს გაუხსნიან, თუმცა ცერემონიას არ დაესწრება მისი უფროსი ვაჟი – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

თუმცა, წყაროს ცნობით, ბრუკლინის დას სახლში კარი არავინ გაუღო. გოგონა უკან, გულგატეხილი დაბრუნდა. რო­გორც ჩანს, ჰარ­პე­რი ძმის სახ­ლში მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­ვი­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, იმ დროს ბრუკ­ლი­ნი და ნი­კო­ლა შინ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ქა­ლაქ­გა­რეთ იყ­ვნენ.

ბრუკ­ლი­ნი­სა და ნი­კო­ლას წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მე­დი­ასთან კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, ჰარ­პერი ბექჰე­მე­ბის ოჯახ­მა გა­მო­ი­ყე­ნა იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ თით­ქოს ძმა საკუთარ დას სახ­ლში შეგნებულად არ იღებს. მათი აზრით, სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თებს ის ფაქ­ტი, რომ რო­დე­საც გო­გო­ნა უფროსი ძმის სახლთან მი­ვი­და, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი უკვე იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

როგორც ცდილობენ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვილთან და რძალთან შერიგებას – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები