LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ეს სიტკბო ბიჭი 7 თვის გახდა და უკვე 3.430-იც ვართო…“ – რა ინფორმაციას გვიზიარებს პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა

633
პატარა გაბრიელი

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას უზიარებს თავის გამომწერებს.

„გაბრიელი უკვე 3 კილოს და 200 გრამს იწონის, ანალიზები კარგი გვაქვს, ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს და პალატაში გადაგვიყვანეს“ – პატარა გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის, საზოგადოება კარგად იცნობს. მას ამ ეტაპზე გერმანიაში მკურნალობენ.

პატარა გაბრიელს, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს გერმანიაში მკურნალობენ.

თაკო ბარბაქაძე წერს, რომ მისი შვილს 7 თვე შეუსრულდა და მკურნალობის პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს:

„დღეს ეს სიტკბო ბიჭი 7 თვის გახდა და უკვე 3. 430- იც ვართო, შემდეგ 30 რიცხვში უკვე 5-6 უნდა ვიყოთ, აუცილებლად თორემ დედა გაგვიბრაზდება…“ – წერს თაკო ბარბაქაძე. 

გაბრიელს სოციალურ ქსელში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც პატარა ბიჭუნას ჯანმრთელობას უსურვებენ:

„გილოცავთ, ჯანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს ყოველ დილას ველოდები და ძალიან მახარებს გაბრიელის მდგომარეობა. ყველაზე ძლიერი,მებრძოლი გაბრიელის კეთილდღეობა უფალი შეგეწიოთ… ყოველ დილით სასიამოვნო სიურპრიზს გვახვედრებს ეს სიტკბო ბიჭი… ძალიან ბედნიერი და ჯანმრთელი ბიჭო გაიზრდება უფლის მფარველობით, ისეთი მებძოლი და ყოჩაღია სხვანაირად არც იქნება“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები