LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადელმა მძღოლმა სიჩქარის გადაჭარბება მანქანის გაშრობის მცდელობით ახსნა

106
ქირიას NEWS შაბლონი

კანადაში პოლიციამ გააჩერა მძღოლი, რომელიც ქალაქ პორტ-კოკიტლამში 60 კმ/სთ-იანი შეზღუდვის მონაკვეთზე, 111 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. სამართალდამცველებთან მან განაცხადა, რომ ავტომობილი სამრეცხაოდან ახალი გამოყვანილი ჰყავდა და სიჩქარე მხოლოდ იმისთვის აკრიფა, რომ ძარაზე დარჩენილი წყლის წვეთები მოეშორებინა და საღებავზე ლაქები არ დარჩენილიყო.

კოკიტლამის საგზაო პოლიციაში ამ ახსნა-განმარტებას იუმორით არ შეხვედრიან. მათი განცხადებით, მსგავსი „გაშრობის მეთოდი“ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მძღოლი დააჯარიმეს, ხოლო მისი ავტომობილი 7 დღით საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. კანადის მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი დარღვევისთვის ჯარიმა 368-დან 483 კანადურ დოლარამდე შეიძლება იყოს.

პოლიციას არ დაუკონკრეტებია, რა მოდელის ავტომობილს მართავდა დამრღვევი. თუმცა გავრცელებულ ფოტოზე ჩანს მუქი ფერის სედანი, რომელიც ვიზუალურად 1990-იანი წლების Lexus LS 400-ის მეორე თაობას ჰგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები