LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მომღერალი გიორგი მეფისაშვილი დაქორწინდა: რუსა მორჩილაძის და ცნობილი მომღერლების შესრულება და ნეფე-პატარძლის ემოციური დუეტი – კადრები ზღაპრული ქორწილიდან

527
გიორგი მეფისაშვილი

მომღერალი გიორგი მეფისაშვილი დაქორწინდა – მუსიკოსის რჩეული ემა ხუჯაძეა.

კადრები ზღაპრული ქორწილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. საქორწილო ვახშამი „შატო გელათში“ შედგა, სივრცის გაფორმებაზე კი „L&B Decor – ელბი დეკორი“-მა იზრუნა.

აღსანიშნავია, რომ ქორწილს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი არაერთი მუსიკოსი ესწრებოდა და საქორწილო ვახშამიც კონცერტად იქცა.

სტუმრებს შორის იყვნენ კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, ანსამბლი „ალილო“, მომღერლები: გიორგი სუხიტაშვილი, ანი კეკუა, აჩიკო მეფარიძე და აჩიკო ნიჟარაძე.

საღამოს, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია ნეფე-პატარძლის ტრადიციული ცეკვის გარეშე.

წყვილმა სტუმრებს სიურპრიზიც მოუწყო და არაჩვეულებრივი დუეტი შესთავაზა – გიორგიმ და ემამ ჯანსუღ კახიძის „წარსულმა სულ თან წაიღო“ იმღერეს.

ნეფე პატარძალს სიმღერა მიუძღვნა სტუმრად მყოფმა რუსა მორჩილაძემაც, რომელმაც ცნობილი კომპოზიცია „ამაღამ“ შეასრულა.

საქორწილო ვახშამზე გიორგი მეფისაშვილმა ასევე იმღერა მის მეგობარ, ანი კეკუასთან ერთად – მათ შეასრულეს სიმღერა ფილმიდან „ჩარი რამა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები