LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას უახლესი, პიკანტური ფოტოსესია სოციალურ ქსელებს იპყრობს

138
photo-collage.png

რიანამ თავისი პიკანტური ფოტოსესიებით საკუთარი თეთრეულის ბრენდისთვის, Savage X Fenty ყურადღება არაერთხელ მიიპყრო.

მომღერალი ხშირად თავადვე არის თავისივე ლეიბლის მთავარი მოდელი და სოციალურ ქსელებში აქვეყნებს თამამ და სექსუალურ ფოტოებს, სადაც სხვადასხვა კოლექციის რეკლამირებას ახდენს.

ამჯერადაც, 38 წლის მომღერალმა და ბიზნესვუმენმა ინტერნეტი მორიგი თამამი კამპანიით ააფეთქა.

ახალი კოლექციის, სათაურით – Curves Ahead პრომოუშენისთვის ვარსკვლავმა მოირგო ყვავილების პრინტიანი, ლურჯი და იისფერი გამჭვირვალე, ასევე შავ-თეთრი თეთრეული, რაც ხაზს რირის თავდაჯერებულობას, სტილსა და იდეალურ ფორმებს უსვამს.

შეგახსენებთ, რომ რიანამ Savage X Fenty 2018 წელს დაარსა. ბრენდის მთავარი მიზანია ინკლუზიურობა და ყველა ტიპის სხეულის წარმოდგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები