LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას ეპიკური დაბრუნება ბარბადოსზე – კრისტალები, გიგანტური ფრთები და ფურორი კარნავალზე

281
photo-collage.png

ყველასთვის ცნობილია, რომ რიანა ხშირად მონაწილეობს თავისი მშობლიური ქვეყნის, ბარბადოსის, ტრადიციულ და ფერადოვან ფესტივალში, რომელსაც კროპ ოუვერი ჰქვია.

ეს არის ზაფხულის მასშტაბური ზეიმი ბარბადოსზე, რომელიც შაქრის ლერწმის მოსავლის აღებას ეძღვნება.

სწორედ ამიტომ, რიანა ყოველწლიურად დიდი ენთუზიაზმით უბრუნდება მშობლიურ კუნძულს, რათა მონაწილეობა მიიღოს დღესასწაულში.

38 წლის ვარსკვლავმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ფესტივალზე ტრიუმფით დაბრუნდა, 3 აგვისტოს გამართულ გრანდიოზულ კარნავალზე კი, რომელიც ფესტივალის კულმინაცია იყო, შთამბეჭდავი კოსტიუმით გამოჩნდა.

მას თამამი, კრისტალებით მორთული ფირუზისფერი ბოდე ეცვა, რომელიც ადგილობრივმა დიზაინერმა, Lauren Austin-მა შეუკერა. ამ უკანასკნელთან რირი, 2013 წლიდან თანამშრომლობს.

მომღერალს ზურგზე ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ზურმუხტისფერი ბუმბულებისგან შემდგარი გიგანტური ფრთები ემაგრა.

ლუქს აგვირგვინებდა მასიური, ძვირფასი თვლებით გაწყობილი თავსაბურავი და შესაბამისი ფეხსაცმელი.

აღსანიშნავია, რომ რიანას წლევანდელი იმიჯი აღლუმზე ყველაზე ეფექტურად და ეპიკურად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები