LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაწილში ნატა ვიბლიანი ცალსახად საუბრობდა, რომ ძალადობასაც კი არ ჰქონია ადგილი… „მე შენ მოგასხავ ტალახს და შენ ჩამოიწმინდე“ – ეს ძალიან ცუდი საქციელია…“ – რას ამბობს მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე

539
ნატა ვიბლიანი, მარიამ კუბლაშვილი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით თამუნა მუსერიძის გადაცემაში „ვეძებ“ საუბრობს.

მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ნატა ვიბლიანის საქმეზე ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა თქვენთვის განსხვავება, გაუპატიურებული ქალი 14 წლის ასაკში არის ორსულად თუ 17 წლის ასაკში, ადვოკატმა უპასუხა:

„არანაირი განსხვავება არ არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნაწილში ნატა ვიბლიანი ცალსახად საუბრობდა, რომ ძალადობასაც კი არ ჰქონია ადგილი, შემდგომ თქვა, რომ ერთ ეპიზოდს ჰქონდა ადგილიო, შემდგომ კი სისტემატურად ძალადობდნენო, შემდეგ კი გამოძიებას რომ დასჭირდა, იმიტომ რომ კვალიფიკაცია ვერ მიენიჭებოდა აღნიშნული დანაშაულები იყო ხანდაზმული, წავიდა და ისაუბრა გამაუპატიურაო. თქვენ რომ მკითხეთ ასეთი საინტერესო კითხვა და მადლობა, რომ ასე ობიექტურად ორივე მხარეს არ მოეშვებით, ვიდრე პასუხს არ მიიღებთ, ჰკითხეთ გაგაუპატიურათო და პასუხი რა დაგიბრუნათ – დაამტკიცოს თავადო, არ ხდება ასეთი რამე. გაგიგიათ? ასეთი, ძალიან ბინძური ვერსია არის, „მე შენ მოგასხავ ტალახს და შენ ჩემოიწმინდე“ – ეს ძალიან ცუდი საქციელია…“ – ამბობს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­წყე­ბუ­ლი. ნატა ვიბ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ 90-იან წლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და თა­ნა­სოფ­ლე­ლი, სრულ­წლო­ვა­ნი კაცი. ამ კა­ცის გარ­და, ნატა ვიბ­ლი­ა­ნი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალს კი­დევ სამ თა­ნა­სოფ­ლელს სდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები