ქუთაისის ავტობანზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო სლაიდზე: Info rustav-ის ვიდეოდან
