LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩვენი უსაყვარლესი და უძვირფასესი მომღერლის, ლოლა წერეთლის დაბადების დღეა! იმღერე ყოველთვის იმ სიყვარულით, რომლითაც შენი მსმენელი გისმენს და გელოდება “ – მომღერალი, ლოლა წერეთელი იუბილარია

353
ლოლა წერეთელი

ლოლა წერეთელი იუბილარია. მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

მის „ფეისბუკ“გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც გზავნილში ნათქვამია, რომ მომღერლის დასამახსოვრებელი ხმა და სიმღერები უამრავი ადამიანის გულამდე მიდის:

„დღეს განსაკუთრებული დღეა!  დღეს ჩვენი უსაყვარლესი და უძვირფასესი მომღერლის – ლოლა წერეთლის დაბადების დღეა! ადამიანის, რომლის ხმა და სიმღერები უამრავი ადამიანის გულამდე მიდის… ადამიანის, რომელსაც სცენაზე თავისი განსაკუთრებული სითბო, ენერგია და სიყვარული მოაქვს. დღეს მოდი, ყველამ ერთად გავულამაზოთ ეს დღე ჩვენს ლოლას! მოდით, კომენტარებში დავუტოვოთ ჩვენი ყველაზე თბილი სიტყვები, სურვილები და მილოცვები. ლოლა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, უამრავ ლამაზ დღეს და კიდევ ბევრ წარმატებულ წელს სცენაზე! იმღერე ყოველთვის იმ სიყვარულით, რომლითაც შენი მსმენელი გისმენს და გელოდება. ჩვენ კი, შენი მსმენელები და გულშემატკივრები, ყოველთვის შენს გვერდით ვართ!“ – წერია მომღერლის „ფეისბუკ“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები