LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს განცხადება: „დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, განხორციელდა სასაზღვრო პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია, სოფელ გველეთთან ორივე მიმართულებით შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა“

257
დევდორაკი

„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება“, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

„ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.