LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდე ლონდონში ყოფილ ბოიფრენდთან და დედასთან ერთად შოპინგისას დააფიქსირეს

108
download (17)

არიანა გრანდე და მისი ყოფილი ბოიფრენდი, რიკი ალვარესი კვლავ ერთად დააფიქსირეს. ამჯერად, მომღერალი და მოცეკვავე ლონდონში, შოპინგის დროს გადაიღეს.

პაპარაცულ ფოტოებში წყვილთან ერთად არტისტის დედა, ჯოან გრანდეც ჩანს, რაც მოწმობს, რომ ოჯახი მათ განახლებულ კავშირს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

არიანა და რიკი თავდაპირველად 2015-2016 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, დაშორების შემდეგ კი მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს. მიმდინარე წლის ზაფხულში, ხმები მათი შერიგების შესახებ აქტიურად გავრცელდა. წყვილმა ურთიერთობა ოფიციალური სულ ცოტა ხნის წინ, 12 აგვისტოს, ინსტაგრამზე ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნებით გახადა.

ეს ვოიაჟი შემსრულებლის The Eternal Sunshine Tour–ის დაასკვნით ნაწილს დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ ტურნეს ერთ-ერთ კონცერტზე არიანამ ჰიტის, thank u, next ტექსტიც კი შეცვალა და რიკის შესახებ მრავლისმეტყველი ფრაზა იმღერა: „ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ უკან დასაბრუნებელ გზას“.

არიანა გრანდეს The Eternal Sunshine Tour 1-ელ სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც ის საჯარო სივრცესა და აქტიურობას დროებით ჩამოშორდება. მომღერლის თქმით, პაუზა დაკავშირებულია მის ჯანმრთელობასთან და სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში მის გარშემო არსებულ უსასრულო საჯარო განხილვებთან და წნეხთან.

მან განმარტა, რომ პაუზა არ არის რეაქცია ინტერნეტში არსებულ უარყოფით კომენტარებზე, არამედ პირადი დამოკიდებულებაა საზღვრების დაწესებასა და დასვენების აუცილებლობაზე.

პაუზის ფონზე, გრანდემ ასევე უარი თქვა მონაწილეობაზე მიუზიკლის – Sunday in the Park With George დადგმაში. ამასთან, მისი განმარტებით მუსიკალურ კარიერაზე უარს არ ამბობს, თუმცა პაუზის პერიოდში მთელ ენერგიას სამსახიობო კარიერასა და ახალ კინოპროექტებს დაუთმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები