LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელა ლენგლის სიმღერამ – Choosin’ Texas მუსიკის ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჩარტის – Billboard Hot 100 ისტორიული რეკორდი მოხსნა

137
photo-collage.png (88)

ელა ლენგლის სიმღერამ – Choosin’ Texas Billboard Hot 100-ში მნიშვნელოვან ისტორიულ შედეგს მიაღწია და უპრეცედენტო რეკორდი დაამყარა – არტისტის სენსაციური ჰიტი არა-სადღესასწაულო სიმღერებს შორის ისტორიაში, აბსოლუტური და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

საქმე ისაა, რომ ჩარტის განახლებული მონაცემებით, Choosin’ Texas უკვე მე-20 კვირაა პირველ ადგილს ინარჩუნებს ,,ბილბორდის ცხელ ასეულში”, რითაც ოფიციალურად იქცა პირველ ჩანაწერად, რომელმაც ჰიტ-აღლუმის ისტორიაში ლიდერი პოზიცია ამ ხანგრძლივობით შეინარჩუნა.

ამ შთამბეჭდავი შედეგით, ლენგლიმ უკან ჩამოიტოვა აქამდე არსებული ორი წამყვანი არა-სადღესასწაულო ჰიტი, Lil Nas X-ის Old Town Road ბილი რეი საირუსის მონაწილეობით და Shaboozey-ის A Bar Song (Tipsy), რომლებსაც ლიდერობის 19-კვირიანი რეკორდი ეკუთვნოდათ.

ჩარტის აბსოლუტურ ჩათვლაში, რაც გულისხმობს საშობაო სიმღერებსაც, Choosin’ Texas ამჟამად მხოლოდ მერაია ქერის ლეგენდარულ სეზონურ ჰიტს, All I Want For Christmas Is You ჩამორჩება, რომელსაც ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორიაში პირველ ადგილზე 22 კვირა აქვს გატარებული.

მუსიკალური ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან ჩარტს, რადგან ლენგლის სულ რაღაც 2 კვირა აშორებს მერაია ქერის აბსოლუტური რეკორდის მოხსნამდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები