ჯერ კიდევ 1995 წელს ნიკოლას ქეიჯიმ მოიპოვა კრიტიკოსთა აღიარება ფილმით “ლას – ვეგასის დატოვებისას” და მიიღო ოსკარი “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” “- ის კატეგორიაში.ნამუშევარი მაიკ ფიგის ეკუთვნის და დაფუძნებულია ჯონ ო ბრაიენის ავტობიოგრაფიზე.
მას შემდეგ რაც ჯონ ო ბრაიენმა საპროდიუსერი კომპანიას რომანის გადაღების უფლებები მიჰყიდა, ის მალევე გარდაიცვალა.
ფილმი აშშ-ში პირველად შეზღუდულად გამოვიდა , თუმცა ფართო საზოგადოებამ გამსოვლიდან 1 წელში იხილა რასაც დიდი აღიარება და წარმატება მოჰყვა.ოსკარის გარდა ნიკოლას ქეიჯიმ მიიღო – ოქროს გლობუსი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის. ფილმი კი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის და საუკეთესო რეჟისურის კატეგორიებში.
საუნდტრეკთა ალბომზე იმუშავა კომპოზიტორმა მაიკ ფიგიმ.კრებული 1995 წლის 7 ნოემბერს გამოიცა თუმცა აღსანიშნავია რომ კომპოზიციების გარდა კრებულში შევიდა ფილმის დასამახსოვრებელი დიალოგები და ასევე მოვისმინეთ სტინგის შესრულებით სამი ჯაზ კომპოზიცია .