ინფლუენსერი ნინორე გიორგობიანი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც საზოგადოების მხრიდან წამოსული უარყოფითი კომენტარებში შესახებ საუბრობს.
„ისეთ რაღაცებს შეეხნენ, რაც მგონია, რომ თუ ადამიანი გქვია არ უნდა შეეხო. როდესაც დავდე ვიდეო, სადაც ვამბობ რომ მუცელი მომეშალა, იქ იყო კომენტარები, რომ მე ჩემი ცანცარის და ცხოვრების სტილის გამო მომივიდა ეს. საბედნიეროდ ასეთი კომენტარები ძალიან ცოტა იყო, მაგრამ გულზე ძალიან მომხვდა.
ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც გამოკვეთეს. ვცდილობ მუდამ დადებითი დავინახო ყველაფერში და მეტად გავუგე ისეთ ადამიანებს, რომლებზეც ცუდი კომენტარები ძალიან მოქმედებს. კი ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მაგრამ ვთვლი, რომ ცხოვრება გრძელდება“, – ამბობს ნინორე გიორგობიანი.
