LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სკანდალური ჩანაწერი – “50 კაცი ჩამოგვყავს სამეგრელოდან,მოხდება ქლეში”

69

უკრაინული საიტი http://www.uarevo.in.ua/ მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს, ამჯერად, საიტის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრება.

 

სააკაშვილი : როგორი განწყობაა?

წიკლაური : კარგი განწყობა არის, ახლა ისინი გამოდიან, არასამთავრობოები, ისინი, 6 საათზე ხომ იყვნენ და ახლაც ეთერში არიან ყველანი. ხვალ ვიღაცა ცნობად სახეებს მოიყვანენ და ისევ მთელი დღე ეთერში იქნებიან. 10 საათზე მიდიან ნაწილი ხალხის და 2500 კაცი ჩვენი, პლუს კობა და ვიღაცეები, 3 ათას კაცამდე მოვა “რუსთავი 2”-თან. კარვები და რაღაცეები გვაქვს და ხვალ უკვე დაიწყებენ დამონტაჟებას ყველაფრის. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ ასეთი სცენარი, რომ ჩვენი ხალხი რომ იქნებიან, მობილიზება გაუკეთონ ერთი 600 კაცს და იქ მოხდეს ქლეში რაღაცა, მერე მოვა პოლიცია. ჩენც ჩამოგვყავს ვიღაც-ვიღაცეები, ცოტა ისეთი ხალხი, რომ 50 , ადრე სპეცრაზმელი და რაღაცა რომ იყვნენ, სამეგრელოდან ჩამოგვყავს, აქ იქნებიან, ჩვენთან.

სააკაშვილი : კაია

 

წიკლაური : მე მგონია რომ რაღაცა ამყრალდა რა და ვნახოთ, რა იქნება.

 

სააკაშვილი : ხვალ გამოჩნდება კიდე, კაი.

 

მეორე ჩანაწერში კი საუბარში გივი თარგამაძეც ერთვება :

წიკლაური : რამდენიმე დღეში მივიღებო გადაწყვეტილებასო

მიხეილ სააკაშვილი : ხოდა ამიტომ არის საჭირო მაქსიმალური მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით. ყოველ დღე კი არ უნდა იყოს, მერე 3-4 დღეში უნდა იყოს კიდე დიდი მიტინგი, მერე კიდე კონცერტი.

წიკლაური : ხო, ჩვენ ასე ვფიქრობთ, ესე იგი თუ ეგრე თქვა ამან რომ მერე გამოვაცხადებო, აქ დავტოვებთ 70-დან 100 კაცამდე, თუ ეგეც აუცილებელია რომ „რუსთავი 2“-თან კარვებში ვიღაც იყოს და მერე დავიწყებთ რაიონებში იმას და გამოცხადების წინა დრეს ხომ გაგვაგებინებენ იმიტომ რომ საჯარო გამოცხადება არის ეგ, ჩმად ვერ გამოაცხადებს. იმ დღიდან როცა ეს განაჩენს იტყვის გამოვაცხადოო, იმის მეორე დღიდან დაიწყება პერმანენტული აქციები იმიტომ რომ იმის მერე ვეღარ ვსაზღვრავთ როდის იქნება აღასრულება, თან შეიძება აღსრულება სულაც არ თქვას და ჩუმად გადასცეს. ეს ყველაფერი მოხდება 1 კვირის განმავლობაში. მაგ დროისთვის გვჭრდება დიდი მობილიზაცია.

სააკაშვილი : კონცერტი არის მნიშვნელოვანი. ხოდა განწყობა როგორი იყო ხალხში?

წიკლაური : კაი განწყობაა. ეზოშია ხალხი. გორიდან ყველაზე ცოტა 200 კაცი მაინც არის, ის 50 კაცი ჩამოგვივიდა სამეგრელოდან, იქიდან  კიდე შეიძლება ხალხის ჩამოყვანა მაგრამ ინსფრასტრუქტურაც სხვანაირად უნდა მოეწყოს. 500 კაცამდე ეგეთ ორგანიზენულ ხალხ სიმას ვიზამთ. გივი კიდე ვიღაცეებს ხვდება. მოიცა, ვკითხავ. გივი!

სააკაშვილი : მიდი აბა დაუძახე გივის. აბა ვინ დაამობილიზე?

გივი თარგამაძე : საკმარისი რაოდენობით მომყავს რა, ზოგი ისეთია, ზოგი ჩვენია, მაგრამ ნუ მთავარია პირველ ნაწილს გავუძლოთ. პირველსაც გავუძლებთ, მეორესაც და მგონი მესამესაც დაჟე რა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g