ამ დღეებში, ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ,,გრემის” დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიალის წამყვანად 15 გრამოფონის მფლობელი, ალიშა ქისი დაასახელა, უკვე გუშინ კი იმ რამდენიმე მომღერლის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც საღამოზე იმღერებენ.
საინტერესოა, რომ Staples Center-ის სცენაზე თანამედროვეობის ისეთ საუკეთესო შემსრულებლებსა და პრემიის წლევანდელ ნომინანტებს ვიხილავთ, როგორებიც: კამილა კაბეიო, ქარდი ბი, ჟანელ მონე, შონ მენდესი და Post Malone არიან.
შეგახსენებთ, რომ 61-ე ,,გრემი’’ 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.