გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მმართველი გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გუნდი არის ერთიანი.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდის ერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება,” – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პარტიას ან ფრაქციას ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.