LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა ბოიფრენდის მხარდასაჭერად ,,გრემი” გამოტოვა – მომღერალი ჯო ელვინთან ერთად ,,ბაფტას” დაესწრო

xtaylor-110219-za.jpg.pagespeed.ic.ZbVSD7n6zw

10 თებერვალს ლოს-ანჯელესა და ლონდონში, ,,გრემისა” და ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოებები გაიმართა. ორივე პრესტიჟული პრემიის ნომინანტი, ლედი გაგა ერთადერთი არ ყოფილა, ვინც სერიოზული არჩევანის წინაშე დადგა. 32 წლის შემსრულებელმა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, რომელ ცერემონიალს დასწრებოდა, უპირატესობა პირვანდელ პროფესიას მიანიჭა და ანგელოზთა ქალაქში დარჩა. მეტიც, ბრედლი კუპერის პარტნიორი კინოსურათში ,,ვარსკვლავის დაბადება” საღამოს ერთ-ერთი ტრიუმფატორი გახდა.

ამერიკელი სუპერვარსკვლავისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, წლის მთავარი მუსიკალური მოვლენა უმნიშვნელო აღმოჩნდა ტეილორ სვიფტისთვის. 29 წლის მომღერალი, რომელიც პრემიაზე ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში წარადგინეს, შოუს ბოიფრენდის, ჯო ელვინის გამო არ დაესწრო.

გაირკვა, რომ ამერიკელმა არტისტმა თავის ახალ რჩეულს, რომელიც ფილმში ,,ფავორიტი” მონაწილეობს, მხარდაჭერა გამოუცხადა და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში გამართულ ,,ბაფტაზე” მასთან ერთად გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ეს წყვილის პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც მედია 2017 წელს მათი რომანის შესახებ ალაპარაკდა.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტი უკვე რამდენიმე თვეა  ლონდონში, საკულტო მიუზიკლის, ,,კატები” ეკრანიზაციის გადაღებებზე იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები