საქართველოში ახალი მანქანების შემოყვანას ხელი უნდა შეეწყოს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადის გაზრდას ეხება, პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს.
”ჩვენი ავტოპარკი სამწუხაროდ ძალიან მოძველებულია, საუბარი არ არის იმაზე, რომ არსებული მანქანები დაიბეგრება, არამედ იმაზე, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ახალი ავტომბილების შემოყვანას”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
3-დან 6-წლამდე ავტომობილების შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში მოქცევას, ხოლო 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდას „საგადასახადო კოდექში“ ცვლილებების პროექტი ითვალიწინებს, რომელიც განსახილველად მთავრობიდან პარლამენტში შევიდა.