საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესია ვარშავაში გაიხსნა.
სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა და სენატის მარშალმა მიმართეს.
ირაკლი კობახიძემ ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ქართველ და პოლონელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა.
„სესიაზე განხილვის მთავარ თემას ქართულ-პოლონური ურთიერთობები – საერთო ისტორია და გამოცდილება წარმოადგენდა. ასამბლეის თანათავმჯდომარეებმა, მარია კოცმა და გიორგი ვოლსკიმ ხაზი გაუსვეს ახლად ჩამოყალიბებული ასამბლეის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერების მიმართულებით.
სესიაზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სესიის მეორე სამუშაო დღე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმობა,“ – წერია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/parliamentgeo/posts/2754648264575174?__xts__%5B0%5D=68.ARD_wS7kUXdvHlJ4cBzI4EGhVcFUmfawX6wE-FBRSnOX4py_SFfTvuA4SyD4pJStFqh8B1_jiaiXsRWHdYPIYnYrnwq7ISHd_ZLUutPbw1rRnB3UTKN1NBu63UzbM48HbdvzOhXyMnr7wvv_ghW0aDU_z_BGh0MKaLazxTjcrkS8DnfNT13Lxew4VdMAiO8qEi9CnhBCAe-EsJgeur-OfWJtpienZVPi0MXY5qOAiHWBxdc8ZMoQKZ_fzuEoZsvbevb_odBiuIr3yi_NkKSnAjI4x1JGrOOmX1KbOEUMA68oVbv2VPAb-9jaxCZna4bAblsRW2PEPlovT2XhwCBPbdGRYg&__tn__=-R