და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც ქუთაისში მატარებელი დაეჯახა, გაუმჯობესდა. ექიმების თქმით, და-ძმას სტაციონარული მკურნალობა აღარ სჭირდებოდა და ისინი სახლში გაეწერნენ.
ექიმების თმით, ბავშვები მკურნალობის კურსს სახლში გაივლიან.
და-ძმას მატარებელი 1 კვირის წინ ქუთაისში მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ. 10 წლის გოგოს თავის ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი თავის ტვინში ჰემატომა ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.