მსახიობ სანდრო მიკუჩაძისა და ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის აგარაკიდან ქურდებმა ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები და სკამები გაზიდეს. „ეჭვი არავისზე გვაქვს, წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ უნდა მისულიყო იქ და ვის უნდა წაეღო ეს ნივთენი“, განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას თამუნა მუსერიძემ. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ეს ნივთები ქურდებს, სავარაუდოდ, ჯართში ჩასაბარებლად სჭირდებოდათ. აგარაკი ჯოკორში მდებარეობს.