LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამშობლოს დღე” – 14 მაისი შესაძლოა უქმედ გამოცხადდეს

567
1552945975-პარლამენტის-სხდომა

შესაძლოა, 14 მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს. პარლამენტმა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივა უნდა განიხილოს, რომლის თანახმად 14 მაისს „სამშობლოს დღე“ უნდა ეწოდოს. ქანთარია ითხოვს, რომ 14 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს.

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კი ითხოვს, რომ 1 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. 12 მაისი აქამდეც უქმე იყო, თუმცა მანამდე ამ დღეს მხოლოდ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება აღინიშნებოდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე დასვენების დღედ მაინც გამოაცხადა.

mazda magti 5g