LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ასეულ ადამიანს შეიძლება არასწორად მოეხსნას სოც. დახმარება – დავით სერგეენკო

225
sergeenko

რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.

მინისტრის განმარტებით, არსებული მდგომარეობით, სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცდომილება 2,7%-ია.

„აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2015 წელს სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცვლილებები განხორციელდა, იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, 108 ათასიდან 157 ათასამდე გაიზარდა. სერგეენკოს თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა.

სერგეენკოს თქმით, სოციალური დახმარების მინიჭების არსებული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რთულად გასაგები ფორმულაა, რის გამოც, მინისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლეობისთვის რთულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g