საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომლოცველებთან ერთად ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბაზე იმყოფება. პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზის გავლას გეგმავს. რამდენიმე ვიდო პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება.
მსვლელობაში 2 000 მომლოცველი მონაწილეობს. 42 დღიანი მსვლელობა მსვლელობა 12 ივლისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან დასრულდება.
https://www.facebook.com/salome.zourabichvili/videos/10157113159912707/