LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FlyUIA მზადაა კიევიდან თბილისისკენ სიხშირეები გაზარდოს

135
1068

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მიმართულებით სიხშირეები გაზარდოს. FlyUIA-ს კომუნიკაციების დირექტორის ევგენია საცკაიას განმარტებით, დღეისათვის FlyUIA თბილისის მიმართულებით დღეში ორი სიხშირით დაფრინავს.

საცკაიას თქმით, თბილისი FlyUIA-სთვის “მნიშვნელოვანია, რადგანაც მას აქვს ქსელური ტრანზიტული ეფექტი”.

“მგზავრებისთვის ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან თბილისში მოგზაურობა კიევის გავლით ძალიან კარგი მოდელია”,- განაცხადა FlyUIA-ს კომუნიკაციების დირექტორმა ევგენია საცკაიამ.

ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g