ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაილი საირუსმა, არიანა გრანდემ და ლანა დელ რეიმ ახალი ,,ჩარლის ანგელოზების” საუნდტრეკი ჩაწერეს, გუშინ გავრცელდა.
მაილი საირუსმა, არიანა გრანდემ და ლანა დელ რეიმ ,,ჩარლის ანგელოზების'' საუნდტრეკი ჩაწერეს (ვიდეო)
მაილი საირუსმა არიანა გრანდესთან და ლანა დელ რეისთან კოლაბორაციის შესახებ განაცხადა.
ახლახან, Sony Pictures-მა ელიზაბეტ ბენკსის გადაღებული რიმეიქის თრეილერი გამოაქვეყნა. ვიდეოში ვარსკვლავური ტრიოს პირველი ერთობლივი ნამუშევრის შეფასებაა შესაძლებელი.
ცნობილი გახდა, რომ სიმღერას – Don’t Call Me Angel ჰქვია. სინგლის რელიზის თარიღი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ,,ჩარლის ანგელოზების” რიბუთი დიდ ეკრანებზე 15 ნოემბრიდან გამოჩნდება. კინოსურათში მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა ასრულებენ.