“ვინ გეკითხებათ რას ვშვრებოდით, კომერციული სუბიექტი?”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია წერს.
ესე იგი, თურმე რ2ის დირექტორს (ნიკა გვარამიას), რომელსაც ზედამხედველობენ პარტნიორები (91% იწონებს საქმიანობას, 9% საერთოდ უცნობი იყო დღემდე) და მათ გარდა ბიუჯეტის დარღვევას ან კომპანიისთვის ზიანის მიყენებას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, უნდა მცოდნოდა ქიბარ ხალვაშის, პაატა სალიას და პროკურატურის აზრი:
1. 2015 წელს დადებულ კონტრაქტზე, რომლითაც ჩვენი შემოსავალი 32 მილიონი იყო, იმავე წლის მთავარი კონკურენტი იმედის 24ის საპირისპიროდ;
2. არხის მთავარ სახეებს, რომლებზეც გამწარებული ნადირობა და ხუთმაგი თანხების შეთავაზება მიდიოდა, როგორ ბონუსებს მივცემდი საარაკო მუშაობისთვის (გინდა პრემიას, გინდა ბინას, გინდა რასაც მინდა) და როგორ გარანტიებს ჩავუდებდი კონტრაქტში;
3. არქივს გავყიდდი თუ არა (არაერთხელ და არაიაფად – აკრძალული საქმიანობაა თუ რამე სპეციალური თანხმობა ჭირდება)
4. და, როგორც იკვეთება, ყველა სხვა საკითხზე და სარედაქციო პოლიტიკაზეც – ამას ითვალისწინებდა დროებითი მმართველების დანიშვნა, რაზეც დღეს ყეფს სამარცხვინო სალია.
და საერთოდ, რ2 სამინისტრო გგონიათ? ვინ გეკითხებათ რას ვშვრებოდით, კომერციული სუბიექტი? რა გაყიდვების სახლში რა ინტერესი ქონდა, იმას არკვევთ? არანაირი, მაგრამ საერთოდ მე რომ ვყოფილიყავი მარტო ეგ გაყიდვების სახლი (და ჩემივე გადაწყვეტილებით არ ვიყავი არც მე და არც ვინმე სხვა დაინტერესებული პირი) მერე? ვისი რა საქმეა? პროკურატურამ უნდა გაარჩიოს? თუ მაშინ არარსებულმა ქიბარმა? თუ ჯერ არ გაუყიდია რ2ის მენეჯმენტს (ვინც ჩივის იმის მამკვიდრებელს, მაგალითად) რეკლამა? და საერთოდ, შიგ ხო არა გაქვთ, ვინ გეკითხებათ ეს კომპანია აქამდე როგორ ცოცხლობდა? ცოცხლობდა, ფეთქავდა და კიდევ იცოცხლებდა? რას მოეთრეოდით, ვინ დაგპატიჟათ?
ხოდა, რისთვისაც მოეთრეოდით და ვინც დაგპატიჟათ, ზუსტად ის ხდება და ეგ ნაძირალა ხალვაში, 300.000 რომ აქვს ”ნაყიდი” რ2 (!!!) და 25დღიანი ჩვარი დირექტორი პაატა სალია პასუხს აგებენ რ2ის დასამარებისთვის და ვანო ჩხარტიშვილის კორპუსების პოლიგონად ქცევისთვის. აგერ უყურონ და დაელოდონ.