LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიის სახელისუფლებო ძალებმა სურთის მთავარი პორტი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს

147

ლიბიის სახელისუფლებო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სურთის მთავარი პორტი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს.  „ბი-ბი-სი“ -ს ინფორმაციით, ექსტრემისტების ნაწილმა სამხრეთის პროვინციებს შეაფარა თავი, თუმცა ლიბიის სამხედროების განმარტებით, ჯიჰადისტების ნაწილი ქალაქის ცენტრში ალყაში არიან მოქცეულნი.
ქალაქი სურთი ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია. ის ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვან დასაყრდენად ითვლებოდა. დაეშის მებრძოლებმა ქალაქზე კონტროლი გასულ წელს მოიპოვეს.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქვეყანაში გავლენის განმტკიცება სამოქალაქო ომის პერიოდში შეძლო, რომელმაც ქვეყანა 2011 წელს ქვეყნის პრეზიდენტის მუამარ კადაფის გარდაცვალების შემდეგ მოიცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g