LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, Forbes Georgia-ს ინგლისურენოვანი გამოცემა

128

11 ივნისს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi -ში Forbes Georgia -ს ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესენები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ,  მათ შორის : ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი.ფორბ.jpg5.jpg8

 

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ჟურნალი საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და ინგლისურენოვან ქართველებს შესთავაზებს გამორჩეულ ანალიტიკურ სტატიებს ლოკალური ფინანსების, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის თემებზე.
რაც შეეხება ინგლისურენოვან Forbes Georgia-ს პირველ ნომერს, მასში თავმოყრილი იქნება 55 ნომრის საუკეთესო მასალები. „ჩვენი მიზანია გავზარდოთ ცნობადობა იმ  კომპანიებისა და იდეების მიმართ, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ახდენენ საქართველოსა და შესაბამისად, რეგიონის განვითარებაზე“, – განაცხადეს პრეზენტაციაზე. ფორბ.jpg2

ცნობისთვის, ყოველთვიური Forbes Georgia-ს პირველი ნომერი 2011 წლის დეკემბერში გამოიცა და უმოკლეს დროში ის ვებ-გვერდთან ერთად (www.forbes.ge ) ყველაზე სანდო საინფორმაციო რესურსად ჩამოყალიბდა საქართვრლოს ბიზნეს ლიდერებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g