„ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა,“- “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი დღეს ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა"
მეთიუ ბრაიზა ინაშვილზე: ჩემს ქვეყანაში ის ციხეში მოხვდებოდა
ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა! უნდა დაინახოთ, შეიგრძნოთ ქართველი ხალხის გულისტკივილი და ბრაზი, რაც გამოწვეულია სრულიად ნათელი და სამწუხარო გარემოებით:
პარტია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს.
2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება.
საქართველო გუბერნია არ არის: „პატრიოტთა ალიანსი“ დევიდ კრამერს ებრძვის და მასშტაბურ აქციებს აანონსებს
უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები (რომლებიც გვესმის, რომ ამერიკაშიც ბოკერია-სააკაშვილები არიან), ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას.
ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები.
15 სექტემბერის აქცია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი აქციაა. ქართველ ხალხს ნამდვილად არ ეშლება, ცივილურად და კულტურულად როგორ გამოხატოს მისი სათქმელი.
ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებას, 15 სექტემბერს, 4 საათზე ველით ამერიკის საელჩოსთან,” – წერს ირმა ინაშვილი.
ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.