კრისტინა აგილერამ, შოუში “Sirius XM Radio Andy”, საზოგადოებას თავისი საყვარელი სიმღერები გაუმხილა. ამის შესახებ მომღერალმა გულახდილად 20 წლიანი კარიერის მაძილზე პირველად ისაუბრა.
ენდი კოენის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მომღერალს საკუთარი საყვარელი სიმღერა, რომელსაც ყველასგან გამოარჩევს, 48 წლის პოპ ვარსკვლავმა უპასუხა:
„ყოველთვის, როცა კომპოზიცია „Dirrty“-ის ბასები მესმის, განსაკუთრებული ემოციები მიპყრობს.“
ხოლო რაც სენტიმენტალურ კომპოზიციას შეეხება, მომღერლის კიდევ ერთი ფავორიტია „Beautiful.“
და ბოლოს, მომღერალმა საკუთარი გულშემატკივრების საყვარელი სიმღერაც დაასახელა. ეს გახლავთ კომპოზიცია სახელწოდებით „Twice“, რომლის პრემიერაც 2018 წელს შედგა.