საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. .
„აშშ მიესალმება შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა,“-წერს „ტვიტერში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი.
შეხვედრა 26 სექტემბერს, შვეიცარიის კონფერედაციის შუამავლობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა