LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროდუქტი ჩინეთში ძირითადად ნულოვანი ტარიფით შევა

42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განაგრძობენ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

”აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი და ბოსტნეულის დიდი ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის” – განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველო მოექცა ჩინეთის ინტერესის არეალში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს ჩინეთს ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრით, არამედ მისი მეშვეობით გავიდეს რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც.

ბოლო წლებში ჩინეთში საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება და 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, 66-პროცენტიან ზრდას მიაღწია. შედეგად, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთმა, 9-პროცენტიანი წილით მთლიან ექსპორტში, მეორე ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g