საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, პატრიარქის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებსა და განცხადებებზე კომენტარი გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პატრიარქის შეურაცხყოფა ერის შეურაცხყოფაა. მისი თქმით, წირვაზე თანადგომის გამოსახატად მივიდა.
პატრიარქი მეუფე პეტრესთვის ეპარქიის შეცვლას ჯერ კიდევ 3 წლის წინ აპირებდა, თუმცა მაშინ სინოდის წევრების თხოვნა გაითვალისწინა, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში დატოვა.
პატრიარქი იქნება ბოლო დღემდე, პატრიარქი ავიდა ჯვარზე, ჯვრიდან არ ჩამოდიან, ჯვრიდან უნდა გარდამოხსნან და ასეც იქნება - მეუფე გრიგოლი
„პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების, შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიის, რომელზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადი გამოხატულება ამ თანადგომის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილ
