LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე მამა ანდრიაზე: „დანჭყრეული მანქანით დადის და არანაირი ქონება არ შეუძენია”

6553
ნინო ანდრია

ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე მამა ანდრიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

,,ეკლესიის თემაზე პოსტებს ზოგადად ვერიდები, ვაღიარებ, აგნოსტიკი ვარ, მაგრამ პიროვნულად მინდა 2 სიტყვა ვთქვა მამა ანდრიაზე (ერისკაცობაში ზვიად ჯაღმაიძე), ჩემი მეზობელი იყო, არაჩვეულებრივი მშობლების შვილი, თუ არ ვცდები ერთი ფიზიკოსი იყო თსუ-ში, მეორე მათემატიკოსი, ზვიადი კი კომაროველი და მასაც მათემატიკური აქვს დამთავრებული, ძალიან კარგი ბიჭი , დღესაც იმ მამისეულ სახლში ცხოვრობს და , როგორც მითხრეს დანჭყრეული მანქანით დადის, და როგორც დედაჩემი ამბობს, არანაირი ქონება არ შეუძენია.ხომ იცით, მეზობლებს არაფერი გამოეპარებათ?? გარდაცვლილი მამაჩემიც მან აზიარა, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ. ეს ისე დავწერე, განსჯისთვის”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები