LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებით, ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ

51

რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებით, ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ.  ამის შესახებ რომის პაპმა მიხეილ მესხის სტადიონზე განაცხადა, სადაც წმინდა წირვა მიმდინარეობს.  “ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ. ამიტომაც შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, კერძოდ ის, რომ ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება, ვინც უბრალო, გულწრფელი და ალალია. ამას გვიდასტურებს სახარებაც, სადაც, დიდი სასწაულები მცირე საგნებით ხდება: რამდენიმე პურითა და ორი თევზით. მდოგვის მარცვლით. ხორბლის მარცვლით, რომელიც მიწაში კვდება, მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, ღატაკი ქვრივის მიერ გაღებული ორიოდე გროშით, უფლის მსახურის, მარიამის მორჩილებით”, – განაცხადა ფრანცისკემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g