თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, პარიზში დაბადებული ბრენდის Le Meridien-ის რუკაზე ახალი ლოკაცია ჩნდება – ბათუმი. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნიკალური და კავკასიის უმაღლესი კომპლექსის – „ბათუმი თაუერის“ ნაწილია.
სასტუმროს 105 საუცხოოდ მოწყობილ ნომერს შავი ზღვის უმშვენიერესი ხედები ამშვენებს. აქვეა ღია და დახურული აუზები, სპა და ფიტნეს ცენტრი, რესტორანი და ლაუნჯი ღია ტერასით, სადღესასწაულო დარბაზები, შეხვედრების ოთახები.
”ბათუმი თაუერში” ”ლე მერიდიანი” განთავსდება
მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, ბათუმში საქმიანი ვიზიტითაა ჩამოსული ადამიანი, თუ დასასვენებლად, Le Méridien Batumi -ში ყველა იპოვის სასურველ მომსახურებასა თუ ინფრასტრუქტურას.
მათ კი ვისაც გსურთ, რომ ამ შთამბეჭდავ გარემოსა და განვითარებად სფეროში დასაქმდეთ, “Le Méridien Batumi” 3 დეკემბერს ბათუმის შოტა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეპატიჟებათ, სადაც დასაქმების ფორუმი გაიმართება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ვაკანსიებს, პირადად გაესაუბროთ დამსაქმებელს და ასევე, მიიღოთ კარიერული რეკომენდაციები.
ვაკანტური პოზიციები:
- ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების კოორდინატორი/სტაჟიორი
- ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
- ქოლ ცენტრის ოპერატორი
- ქოლ ცენტრის აგენტი
- საინჟინრო განყოფილების სუპერვაიზერი
- საინჟინროს კოორდინატორი
- საბანკეტოს კაპიტანი
- ბარტენდერი
- მებარგული
- ყასაბი
- მღებავი
- შეფ დე პარტი
- მზარეულის დამხმარე
- დემი შეფი
- შვეიცარი
- ელექტრიკოსი
- ღამის მენეჯერი
- მთავარი მოლარე
- მძღოლი
- სტუმართა მომსახურების აგენტი
- დამხვედრი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სუპერვაიზერი
- სამრეცხაოს თანამშრომელი
- სამრეცხაოს ცვლის უფროსი
- მასაჟისტი
- ღამის დამლაგებელი
- საკონდიტროს მცხობელი
- საზოგადოებრივი ადგილების დამლაგებელი
- ოთახების დამლაგებელი
- სპის დამლაგებელი
- სპის რეცეფციონისტი
- ჭურჭლის მრეცხავი
- საწყობის გამგე
- მიმტანი
სასტუმროს ინტერიერის დიზაინი ევროპული ფესვებითაა შთაგონებული, გაჯერებულია შუა საუკუნის მოდერნიზმის პრინციპებით და აშკარად იხდენს Timeless Chic-ის დიზაინის ესთეტიკასაც. გამორჩეული დეტალებითა და უცნაური ელემენტებით სასტუმრო შთაგონებისა და წარმოსახვისთვის იდეალურ სივრცეს ქმნის. ინტერიერის კონცეფციაზე ქართულმა კომპანია „Rooms“-მა იმუშავა.
Destinations Unlocked – ბრენდის სლოგანია და მათი სასტუმროები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შემოქმედებითად მოაზროვნე მოგზაურებს ევროპული სტილის ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს. Le Meridien-ი თავის მიზნად ისახავს უცნობი ადგილების აღმოჩენას; მოგზაურობით, როგორც ცხოვრების სტილით, ტკბობას და ამას არწევს სწორედ ევროპული სულისკვეთების დაფასებით – იმის წარმოჩენით, რასაც „კარგად ცხოვრებას“ უწოდებენ ევროპელები.
Le Méridien Batumi ქალაქის შუაგულშია, ისეთ ადგილას, რომ ქალაქში თუნდაც რამდენიმე საათით ჩასული ადამიანი აუცილებლად შენიშნავს.
Le Meridien 1972 წელს ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა შექმნა. Le Meridien Marriott International – ის შემადგენლობაშია. დღეს Le Meridien-ის 100 სასტუმრო მსოფლიოს 35 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ბრენდმა საერთაშორისო აღიარებაც კარგა ხანია, მოიპოვა. ეს სახელი ევროპული მემკვიდრეობასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და ხელოვნებით შთაგონებულ ნოვაციებთან და კულტურით, არტით გატაცებასთან ასოცირდება.