ზაფხულში, 55 წლის მონიკა ბელუჩიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მეგობარ ბიჭს დაშორდა. სულ ცოტა ხნის წინ კი, იტალიელმა მსახიობმა და 36 წლის ფრანგმა მხატვარმა ნიკოლას ლეფერმმა ტაბლოიდებს შერიგების შესახებ მიანიშნეს.
ვარსკვლავური წყვილი პარიზის ქუჩებში შეამჩნიეს. შავი კაბა, შავი პალტო და შავი ხავერდის ჩექმა – მონიკა საყვარელ შავ ფერში იყო გამოწყობილი.


შეგახსენებთ, მათი რომანის შესახებ ცნობილი ერთი წლის წინ გახდა, როდესაც ტაბლოიდებმა წყვილი კოცნის დროს დააფიქსირეს და აღნიშნული ფოტო ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა.


