ქართული მესხური, ფრანგული Bordeaux, შვეიცარული Diolle და ფრანგული Verdesse – ეს ის ღვინოებია, რომელთა დაგემოვნებასაც ცნობილი ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ 2020 წელს საკუთარ მკითხველს ურჩევს. გამოცემამ მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების სია შეადგინა, რომელშიც, ცხადია, ქართული ღვინოც მოხვდა.
ქართული ღვინო სტატიაში დახასიათებულია, როგორც უძველესი ალკოჰოლური სასმელი. საქართველოზე კი „ფორბსი“ წერს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები დღემდე შენარჩუნებულია.
ამასთან, „ფორბსი“ ურჩევს საკუთარ მკითხველს 2020 წელს აუცილებლად ეწვიოს ჩვენს ქვეყანას და ადგილზე გაეცნოს ქართული ღვინის დაყენების მეთოდოლოგიას.
აღსანიშნავია, რომ „ფორბსმა“ ქართულთან ერთად, საუკეთესო ღვინოებად დაასახელა: სომხური, ბერძნული, ლიბანური, ამერიკული, ესპანური და ჩინური ღვინოები.