ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსზე დღეს გაგზავნილი ტესტებიდან არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
მანვე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში 11 პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს. ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 11 პაციენტის ტესტია გაგზავნილი. პასუხებს მოგვიანებიტ ელოდებიან.
ინფექციური საავადმყოფო პაცინტების პირად ინფორმაციას აღარ გასცემს.
დაინფიცირებულ პაციენტებზე დეტალური ინფორმაცია აღარ გაიცემა: ეზუგბაია
„ინფექციურ საავადმყოფოში წევს 46 პაციენტი. დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შეგვმატებია. კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მეორე პაციენტი, რომლის გაწერას დღეს ვარაუდობდნენ, ისევ კლინიკაში რჩება