ლეგენდარული გოგონათა მუსიკალური კოლექტივის, Spice Girls-ის ერთ-ერთმა წევრმა, მელანიმ ჯგუფის გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა.
მომღერალმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი გოგონები კვლავ შეიკრიბებიან და კორონავიურუსის პანდემიის დასრულებისთანავე ამერიკულ ტურნეში წავლენ, როგორც ეს გასულ, 2019 წელს გააკეთეს.
„ჩვენ გასულ წელს საოცარი დრო გავატარეთ, ამერიკაში კონცერტზე ადამიანები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ. ჩვენ, გოგოები ტელეფონით ხშირად ვსაუბრობთ და ვიმედოვნებთ, როგორც კი კორონავირუსის პანდემია დასრულდება, Spice Girls კვლავ გაერთიანდება“ – წერს ჯგუფის წევრი.