რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო’ბრაიენმა ,,ინსტაგრამის” გვერდზე პოსტი გაავრცელა და განაცხადა, რომ კორონავირუსი აქვს, თუმცა, ტესტს არ გაიკეთბს, რადგან ფიქრობს, რომ ის სხვა ადმიანებს უფრო სჭირდებათ.
„მგონი კორონავირუსი მაქვს“- Radiohead-ის გიტარისტი ედ ო'ბრაიენი
„ტესტირება არ გამიკეთებია, რადგან ვფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ანალიზი ჩემზე მეტად სჭირდებათ“- წერს მუსიკოსი.
ახლა კი მუსიკოსმა ვიდეო გაავრცელა და განცხადა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
„მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში ჩემს მიმართ სიყვარული გამოხატეთ, ახლა მშვენივრად ვარ. სიმპტომები დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გამიგრძელდა. მართალია, ტესტი არ გამიკეთებია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი მქონდა“ – ამბობს ვიდეოში არტისტი.
აღნიშნულმა ვიდეომ „ინსტაგრამზე“ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოწვია, ზოგიერთი Radiohead-ის გიტარისტს თანაუგრძნობს, ზოგიერთისთვის კი ედ ო’ბრაიენის მიმართვა სიცილის მომგვრელია.
„რატომ გინდა რომ კორონა გქონდეს?“, რა საჭიროა მოტყუება?“ – წერენ სოციალურ ქსელში.
https://www.instagram.com/p/B-SVC8Opq5A/?utm_source=ig_embed