კორონავირუსის პანდემიამ უამრავი ვარსკვლავი გააერთიანა, მომღერლები და მსახიობები Covid-19-თან საბრძოლველ ფონდში მილიონებს რიცხავენ.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანმა მსახიობმა, შარლიზ ტერონმა გადაწყვიტა, 1 მილიონი დოლარი პანდემიის დროს ძალადობისგან დაზარალებული ქალების დასახმარებლად გაიღოს, რადგან ძალადობის პროცენტული რაოდენობა, უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა.
შარლიზ ტერონმა პანდემიის დროს, ძალადობისგან დაზარალებული ქალების დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო
თანხები თანაბრად, ამერიკსა და მსახიობის სამშობლოში, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ, ძალადობისგან დაზარალებულ ქალებს მოხმარდება
ლეგენდარულმა მადონამ კი შარლიზისგან რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. მადონა თანხას სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გადაურიცხავს და პატიმრებს დაეხმარება. ამის შესახებ არტისტმა ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
https://www.instagram.com/p/B_TS_1LBrmS/
შეგახსენებთ, ლეგენდარულმა მუსიკოსმა პანდემიას „დიადი გამთანაბრებელი“ უწოდა.
„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მდიდარი და პოპულარული ხარ, COVID-19 - ეს „დიადი გამთანაბრებელია“ - აცხადებს მადონა ვიდეოში, სადაც სრულიად შიშველია
ვიდეო საკმაოდ მისტიკური გამოვიდა, არტისტი უცნაური მუსიკის ფონზე საუბრობს