LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ნატანების კალაპოტის გასამაგრებლად ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო

143

ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ნატანებზე, კიტა მეგრელაძის ქუჩის მიმდებარედ, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა და მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოები დაიწყო. მდინარის კალაპოტს 352 გრძივი ნაპირდამცავი გაბიონი გაამაგრებს.

სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარამდე გამოიყო და მისი დასრულება ორ თვეში იგეგმება.

ოზურგეთის მერიის ცნობით, წლების მანძილზე აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს, უამინდობისას, ადიდებული მდინარე მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა. სტიქიის დროს ნადგურდებოდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ასევე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მოინახულა.

,,პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წლების მანძილზე არსებულ პრობლემას საბოლოოდ მოვუგვარებთ. პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია და მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. აღნიშული სამუშაოების შესასრულებლად ნახევარ მილიონამდე ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ორი თვის ვადაში დასრულდება”, – განაცხადა ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კიტა მეგრელაძის ქუჩის მოსახლეობამ ქალაქ ოზურგეთის მერიას განცხადებით გასულ წელს მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g